четверг, 15 августа 2013 г.

პროექტის სახელწოდება
გეომეტრია და სამყარო
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა: გეომეტრიული ფიგურები.
მოსწავლეები აღმოაჩენენ გეომეტრიულ ფიგურებს სამყაროში , შეაგროვებენ მონაცემებს მათ ირგვლივ, ფიგურის პერიმეტრის ,ფართობის და მოცულობის გამოსათვლელად.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ,როგორ გამოიყენონ მათემატიკური ცოდნა სამყაროში არსებულ გეომეტრიულ საგნებთან მიმართებაში.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა შეძლონ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა სამყაროში მათი დაჯგუფება, და მათზე სხვადასხვა მოქმედებების წარმოება.

მონაწილეთა ასაკი
მე-8 კლასი.
ვადები-ხანგრძლივობა
3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, მასალის კომპიუტერული დამუშავების უნარ-ჩვევები. ასევე მოსწავლეები შეძლებენ სიდიდეების (ხუროთმოძღვრული ძეგლების, შენობა-ნაგებობების) გაზომვასა და სისტემაში მოყვანას. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
უნარ-ჩვევები
პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური და სინთეზური,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, ისწავლიან პროექტზე მუშაობას, შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერული ლაბორატორია (ინტერნეტი), გაზომვითი სამუშაოებისათვის საჭირო ხელსაწყოები, ფოტო და ვიდეო აპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები ამოიცნობენ სამყაროში არსებულ კულტურულ ძეგლებში, შენობა-ნაგებობაში გეომეტრიული ფორმის სხეულებს. გაზომავენ მათ ,და ფორმულების გამოყენებით იპოვიან მათ პერიმეტრს, ფართობს და მოცულობას. ააგებენ გრაფიკებს, შეადგენენ ცხრილებს, დაამზადებენ მაკეტებს, პლაკატებს,შეასრულებენ ნახაზებს, მოაწყობენ გამოფენას და პრეზენტაციას. იღებენ ინტერვიუებს. იმ კომპეტენტური პირებიდან რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ. ქმნიან ელექტრონულ ფოსტას, პორთფოლიოს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებებს (მაგალითად ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით);
·         ფიგურის მოცემულ თვისებებს (მათ შორის სიმეტრიულობა) შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას;
·         მოცემული ხედების მიხედვით ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო სახეობას.
მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;

·         პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით;

მათ. VIII.10.         მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე;
  • იყენებს დეკარტეს კოორდინატებს გეომეტრიული ობიექტის თვისებების დასადგენად და დასაბუთებისთვის (მაგალითად, მართკუთხედის დიაგონალების ტოლობის საჩვენებლად);
  • იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს სიბრტყეზე ფიგურათა შორის მიმართების (მაგალითად, ტოლობის) დასაბუთებისთვის.
  •  
პროექტის ხელმძღვანელი
რუსუდან ჯიშკარიანი.

вторник, 13 августа 2013 г.